Место свободно!
მთავარი 
ფილმები
კლიპები
პროგრამები
მსოფლიო ჩემპიონატი
სურათები
რეკლამა:
Место свободно!

მთავარი » ფაილები » მსოფლიო ჩემპიონატი » სპორტ სიახლე

ბუფონის მდგომარეობაზე ნაკრების ექიმი საუბრობს
17.06.2010, 03:44


ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი, პარაგვაისთან შეხვედრაში გამწვავებული ტრავმის შემდეგ, ისევ ლაზარეთში რჩება. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, "სკუადრა აძურას" მეკარეს, მოედნის დატოვება პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია. მის მდგომარეობაზე იტალიის ნაკრების ექიმი, პროფესორი კასტელაჩი საუბრობს.

...
" მისი დაბრუნების ზუსტი დროის თქმა შეუძლებელია, მაგრამ იმედი გვაქვს გუნდს ის ჩემპიონატის დასრულებამდე შეუერთდება. ბუფონს ხერხემლის დისკის თიაქარი აწუხებს. ეს პრობლემა ახალი არ არის, ის ადრე არსებული ტრავმის გართულების შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ თიაქარი ძალიან მცირეა, სირთულეების შექმნა მაინც შეუძლია. რეალურად, ის შესაძლოა ძალიან მარტივად მოცილდეს, მაგრამ სიტუაცია ბოლომდე გარკვეული არაა. ბუფონი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და იმ იმედით, რომ მალე გამჯანმრთელდება ჩვენთან დარჩება და ეს მხოლოდ გუნდური სულისკვეთების შენარჩუნების მიზნით არ ხდება. მისი ათლეტურობის არსი არა მხოლოდ ტკივილის მოთმენაში, არამედ მოკლე დროში, 100% -იან რეაბილიტაციაში მდგომარეობს. არსებობს შანსი, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ, მართალია ის დიდი არ არის, მაგრამ არსებობს და ჩვენ მისი გამოყენება უნდა ვცადოთ. რაც შეეხება ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ის იტალიის ნაკრების განკარგულებაშია, ასეთ რაღაცეებზე ნებართვა "იუვენტუსს" უნდა ვთხოვოთ.
" -აცხადებს კასტელაჩი.


კატეგორია: სპორტ სიახლე | დაამატა: DaNeL
ნანახია: 1328 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: