Место свободно!
მთავარი 
ფილმები
კლიპები
პროგრამები
მსოფლიო ჩემპიონატი
სურათები
რეკლამა:
Место свободно!

მთავარი » ფაილები » სხვადასხვა

მილა იოვოვიჩმა მოსკოვის სასტუმროში სკანდალი მოაწყო
29.06.2010, 02:28


ჰოლივუდის მსახიობი და მოდელი მილა იოვოვიჩი რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩავიდა. მოსკოვში მსახიობს თემურ ბეკმამბეტოვი ახალი ფილმში იღებს. ფილმში მონაწილეობენ ასევე კონსტანტინ ჰაბენსკი და ივან ურგანტი.

გადაღების პირველი დღის შემდეგ მილა იოვოვიჩი მოსკოვის ცენტრში მდებარე სასტუმროსკენ გაემართა. ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, სასტუმროს ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა იოვოვიჩის ”გახარება” გადაწყვიტა: "წარმოიდგინეთ, როგორი დამთხვევაა - ჩვენს სასტუმროში თქვენ და ლუკ ბესონი ერთსა და იმავე სართულზე იცხოვრებთ!"

ყოფილი მეუღლის სახელის გაგონებისას მან ნამდვილი ისტერიკა მოაწყო და მისი სხვა სასტუმროში გადაყვანა მოითხოვა. ორგანიზატორებმა მსახიობის დამშვიდება და ახალი საცხოვრებლის ძებნა დაიწყეს.

ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ახლა მოსკოვში ყველა ფეშენებელური სასტუმრო დამსვენებლებით არის გადატვირთული. სწორედ ამიტომ საუკეთესო სასტუმროებს მიჩვეულ მსახიობს იმავე სასტუმროში დარჩენა მოუხდა. დამშვიდებისა და მოსკოვში გასეირნების შემდეგ იოვოვიჩმა სხვა სასტუმროში გადასვლა გადაიფიქრა.

კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: DaNeL
ნანახია: 974 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: